წალენჯიხაში ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის ფარგლებში სამედიცინო კვლევები ტარდება

ფონდი „სოხუმი“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალებისათვის უფასო სამედიცინო კვლევა კონსულტაციებს აგრძელებს. ინგორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„კამპანიის ფარგლებში, დღეს 4 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კიბოს სკრინინგს შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი „ჰერა“ ახორციელებს
უფასო სკრინინგში შედის:
ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლამდე ასაკის ჩათვლით, (რადიოლოგის ან მამოლოგის) გასინჯვა, მამოგრაფიული გამოკვლევა.
მოქალაქეები დილიდან გადიან უფასო-სამედიცინო კონსულტაციებსა და სკრინინგ-გამოკვლევებს.
გამოკვლევების მიმდინარეობას ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია აკვირდებოდა და კლინიკის წარმომადგენლებს გასაუბრა“. ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





