ფოთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ფოთში, ძლიერმა ქარმა, კოსტავას N22-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავი ნაწილობრივ გადახადა და დააზიანა რამდენიმე ავტომობილი. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს:
„მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოხდება დროებითი გადახურვა ამინდის გაუმჯობესებამდე.
ასევე, დაჩქარებული ტემპით მოხდება მიყენებული ზარალის შეფასება და დაიწყება კაპიტალური გადახურვის სამუშაოები. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მერიის ცხელ ხაზზე – 0493 22 12 95“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




