ანუკი ასათიანი: ზუგდიდის ტექნოპარკში შექმნილი სტარტაპი 150 000 ლარიანი გრანტის გამარჯვებულია

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია სტარტაპი eye2eye ზუგდიდიდანაა. სტარტაპმა იდეა პირველად ზუგდიდის ტექნოპარკში პრე-აქსელერაციის პოგრამის ფარგლებში დაამუშავა. eye2eye პროდუქტი არის აპარატი, რომელიც მიზნად ისახავს სტრაბიზმის ანუ “სიელმის” და ამბლიოპიის ანუ “ზარმაცი თვალის” სტატისტიკის გლობალურ შემცირებას.
,,ჯერ იყო ზუგდიდის ტექნოპარკში ჩატარებული პრე აქსელერატორი, შემდეგ GITA -ს რეგიონული გრანტები და მიღებული გაორმაგებული დაფინანსება. ღამის თევები ტექნოპარკში და ტექნოპარკში შექმნილი პროტოტიპი. ახლა უკვე გამარჯვება გლობალურ ბაზარზე გასასვლელად და რაც მთავარია პირველივე ცდაზე. ნია თოლორაია, ვახო ნანავა გილოცავთ დამსახურებულ, ღირსეულ გამარჯვებას” – წერს ფეიაბუქის საკუთარ გვერდზე ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერი ნუკი ასათიანი.




