ასოციაცია „დეამ“ სენაკში ენერგოეფექტური სკამები დაამონტაჟა

პროექტის „ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა კონფლიქტით დაზარალებული პირების ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით“ ფარგლებში, ასოციაცია “დეამ” სენაკის „დევნილთა დასახლებასა“ და ჭავჭავაძის ქუჩაზე ენერგოეფექტური სკამი დაამონტაჟა.
ენერგოეფექტური სკამები არის ინოვაცია, რომელიც ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენებას და გარემოზე ზემოქმედების ზიანის შემცირებას, ამავე დროს აღჭურვილია უფასო ინტერნეტით, არის მოცულობითი და ბენეფიციარებს წლის ნებისმიერ სეზონზე შეუძლიათ ღია ციქ ქვეშ ერთობლივად ისარგებლონ ინტერნეტით და გაამყარონ ერთმანეთთან კომუნიკაცია.
ენერგოეფექტურ სკამებს ასევე აქვთ მობილური ტელეფონების 4 დამტენი და სენაკის ტურისტული რუქა QR კოდით.
დასახლებაში განთავსებული ენერგოეფექტური სკამები, რომელიც აღჭურვილია უფასო უსადენო ინტერნეტით და სხვა სერვისით, საშუალებას მისცემს მოსახლეობას ისარგებლოს უფასო ინეტრნეტით და არ მოწყდეს საინტერესო საქმეს ინტერნეტის არქონის გამო.
ასოციაცია “დეა” მადლობას უხდის “სოლარტია გრუპს” თანამშრომლობისთვის და აფასებს მათ წვლილს გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში.
აღნიშნული აქტივობა ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, #EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.





