ირაკლი ღარიბაშვილი: 400 მილიონ ლარზე მეტით იზრდება განათლების სისტემის დაფინანსება მომავალ წელს

უნდა აღვნიშნო, რომ 400 მილიონ ლარზე მეტით იზრდება განათლების სისტემის დაფინანსება მომავალ წელს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო სამ წელიწადში ხელფასი 30 %-ით გაეზარდა ყველა საჯარო მოხელეს.
„შეგახსენებთ, რომ პენსიები გაიზარდა და მთიან რეგიონში 70 წლის ზემოთ პირის პენსია იქნება 500 ლარამდე და თითქმის, 400 ლარამდე იქნება 70 წელს ქვემოთ. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ყველა საჯარო მოხელეებს გაეზრდება ხელფასი და მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო სამ წელიწადში 30 %-ით გაეზარდა ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი. მათ შორის პოლიციელებსა და ჯარისკაცებთან 45-50 %-იანი ზრდა გვაქვს სამ წელიწადში. ასევე უნდა აღვნიშნო რომ 400 მილიონ ლარზე მეტით იზრდება განათლების სისტემის დაფინანსება მომავალ წელს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს ბიუჯეტი, რომელიც გათვალისწინებული იყო დევნილებისთვის, 25 მილიონ ლარს შეადგენდა. წელს დევნილების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 233 მილიონი ლარია

გიორგი ამილახვარი: 2014-2023 წლების განმავლობაში განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატებისთვის გამოყოფილი დაფინანსება ჯამში 42 მილიონ ლარზე მეტია


