ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ზუგდიდელი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ზუგდიდელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღამით მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ, შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი მალხაზ გოშუა დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





