ირაკლი ზარქუა: წალენჯიხა დიალიზის სახელმწიფო პროგრამას შეუერთდა

წალენჯიხა დიალიზის სახელმწიფო პროგრამას შეუერთდა, ამის შესახებ პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ზარქუა წერს.
„კარგი სიახლეები მაქვს ჩემი წალენჯიხელებისთვის!
წალენჯიხა დიალიზის სახელმწიფო პროგრამას შეუერთდა და თითოეულ ადამიანს, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს, რამდენიმე თვეში, სახელმწიფოს დახმარებით შეეძლება მასთან გამკლავება იქვე წალენჯიხის საავადმყოფოში და ამის გამო არ მოუწევს სხვა ქალაქებში სიარული!
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ჯანდაცვის სამინისტრო ორ სასწრაფო დახმარების მანქანას გადასცემს. ეს მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო სწრაფად და ხარისხიანად მოვემსახუროთ ჩვენს თანამოქალაქეებს!
დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას და პირადად ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ ზურაბ აზარაშვილს და მის მოადგილეს ბატონ ილია ღუდუშაურს აქტიური თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ გულთან ასე ახლოს მიიტანეს წალენჯიხელების პრობლემები.
ასევე დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში მთავრობა იმ სახსრების გამოყოფასაც შეძლებს, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ულამაზესი კურორტი სქურის გზის რეაბილიტაციას ესაჭიროება!
ყველაფერი წინ გვაქვს, და ზუსტად ვიცი და ვიცოდი,რომ ეს მონდომებები შედეგიანი იქნებოდა!“ – წერს ირაკლი ზარქუა ფეისბუქსის საკუთარ გვერდზე.




