ირაკლი კობახიძე: ოპტიმისტურად ვუყურებ აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლას და დიდი იმედი მაქვს, რომ მიდგომები შეიცვლება ფუნდამენტურად

ოპტიმისტურად ვუყურებ აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლას და დიდი იმედი მაქვს, რომ მიდგომები შეიცვლება ფუნდამენტურად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„გვქონდა კრიტიკული შენიშვნები წინა ელჩის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით. ბოლო განცხადება, რაც გაკეთდა საელჩოს მხრიდან, USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გაუგებარია. ცინიკურიც კი იყო. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ახალი ელჩის პირობებში შეიცვლება. არა მარტო ეს, იგივე რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მყარი ნდობა ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ“, – აღნიშნა კობახიძემ.
აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოშია. რობინ დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას – ის კარგავს საკუთარ თავს

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრა, რომ ის მათი აგენტია და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება


