ხობის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი, კახა დვალი ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნენ.
გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც აშენდება 104 442 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1 977 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.
საქართველოს მთავრობის 2022-2024 წლების გეგმის შესაბამისად, მომავალ წელს, დამატებით 15 სოფელში განხორციელდება გაზსადენის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.




