გუბერნიაში ლიეტუას ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში ლიეტუვას ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან და ზუგდიდის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან.
ლიეტუვას ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს LEADER მიდგომის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ინოვაციური მეთოდოლოგიების ერთობლიობას, სოფლის განვითარების პოლიტიკის განსახორციელებლად, ლიეტუვაში მოქმედი LAG-ების მიღწევებისა და არსებული გამოცდილების გაზიარებას.
შეხვედრაზე, საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის (GALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ტიკურიშვილმა ორგანიზაციის როლზე, საქართველოში მოქმედი LAG-ების მნიშვნელობაზე, რეგიონში მათ განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ზუგდიდის LAG-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ორგანიზაციის ჩამოყალიბების ეპატები, განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები.
ლიეტუვას ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წევრებმა, ზუგდიდამდე შეხვედრები მესტიისა და წყალტუბოს LAG-ების წარმომადგენლებთან გაიმართეს.






