დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებზე დღეს ჯანდაცვის კომიტეტი იმსჯელებს

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებზე, დღეს ჯანდაცვის კომიტეტი იმსჯელებს. კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალ რისკიან პორტფელში, 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება.
ახალი კანონპროექტის თანახმად ყველა დარჩება ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში და მხოლოდ ბენეფიციარის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი, რომ კონკრეტულმა პირმა, საკუთარი დანაზოგი გადაიტანოს საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში.




