წალენჯიხაში საჩინოში სტიქიისგან მოწყვეტილ უბანში სამანქანო გზა გაკეთდა

წალენჯიხაში საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიამ გასულ თვეს სამანქანე ხიდი დაანგრია და 13 მოსახლე ფაქტიურად ჩაიკეტა, ხიდზე გადაადგილება, როგორც მანქანით ასევე ფეხით მოსიარულეთათვის საშიშროებას წარმოადგენდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„ადგილობრივი ხელისუფლების სწაფი რეაგირების საფუძველზე,მოძიებულიქნა ალტერნატიული გზა,რომელიც წარმოადგენდა მიწის გრუნტს და მასზე მანქანით გადააგილება ფაქტიურად იყო შეუძლებელი.
სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში,მოხდა გზის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები,რის შედეგადაც როგორც შიდა საუნო გზა, გახდა საჩინო-ჩქვალერის დამაკავშირებელი უმოკლესი მანძილით. ეს გზა ამავდროულად მოსახლეობას სახნავ-სათეს სავარგულებთან აკავშირებს.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს,რომ დანგრეული ხიდის ასაშენებლად სექტემბრის თვიდან ტენდერი გამოცხადდება.
ზემოთ აღნიშნული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




