ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის გმირებმა შესწირეს საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითები და ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა

დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გამორჩეულ და სახელოვან შინდისის გმირებს. 15 წელი გავიდა მათი გმირული დაღუპვიდან. მათ შესწირეს ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითები და ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ძალიან ბევრი დეტალი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც შინდისის ბრძოლა გაიმართა – როგორი თავდადება გვანახეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე და მათ ოჯახებს მინდა მთავრობის სახელი მადლობა გადავუხადო, ასეთი გმირების გაზრდისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სწორი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო დიდი ოცნება და ეს უნდა იყოს ეროვნული მიზანი


