შალვა პაპუაშვილი: ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დასრულებულა, ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი სანტიმეტრი მაინც იქნება ოკუპირებული

ეს ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დასრულებულა. ეს ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციითა და ანექსიით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი კვადრატული სანტიმეტრი მაინც ექნება ოკუპირებული რუსეთს. ეს არის, რაც არის სინამდვილე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერში განუცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„თარიღებით მანიპულაციას ერთადერთი მზიანი აქვს მხოლოდ, რომ გახლიჩონ საზოგადოება. თავად მიხეილ სააკაშვილმა და თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააწესა ეს დღე, როგორც დღე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა თარიღში დაღუპულებისთვის პატივის მიგებას და კიდევ ერთხელ, ექვსშიც დაიღუპნენ, შვიდშიც, რვაშიც, ცხრაშიც, ათშიც, თერთმეტშიც, თორმეტშიც და ყველას ერთად მივაგებთ პატივს 8 აგვისტოს და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ტრადიცია ბოლო 14 წელია. ამ ტრადიციებს უნდა ვცეთ პატივი და სწორედ ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება“, – განამარტა შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი – ეს რუსული აგრესიის შედეგია.
მსგავსი სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: 2008 წელს ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა და ომის გადატანა ევროპის განაპირადან შუაგულში

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, არცერთი სხვა ხალხი, ქვეყანა თუ ძალა ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი


