ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ მინდა ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება. ეს საშინელი ტრაგედიაა, რომელიც დატრიალდა შოვში და მთელი საქართველო შეძრა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე შოვში მომხდარ ტრაგედიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„კიდევ ერთხელ მინდა ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება. ეს საშინელი ტრაგედიაა, რომელიც დატრიალდა შოვში და მთელი საქართველო შეძრა. მინდა ჩვენი სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახებს. ძალიან მძიმე განსაცდელია ჩვენი ქვეყნისთვის. მთავრობა ჩართული იყო პირველივე წუთებიდან, მოგეხსენებათ. ჩვენი გმირი 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში. 210 ჩვენი თანამოქალაქე იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან უვნებელი. ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ ამ სამუშაოებში, ეხმარებოდნენ ჩვენს საამაყო მაშველებს. სრული მობილიზება იყო ჩვენი მხრიდან. ადგილზე იყვნენ ექიმები, ადგილზე არის მობილიზებული 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა. ბატონი ქარსელაძე თავად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს და ყველა – მინისტრები ვიყავით მობილიზებულები ადგილზე“, -განაცხადა ღარიბაშვილმა.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. ქვეყნის ტერიტორიაზე 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს – მე, როგორც მთავრობის მეთაური ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიერო

ირაკლი ღარიბაშვილი: გულწრფელი მადლობა მინდა გამოვხატო პრეზიდენტ სი ძინპინისადმი, რომელმაც დელეგაციასთან ერთად მიმიწვია ჩინეთში, კონკრეტული შედეგები გვაქვს, ეს ვიზიტი ისტორიული და ძალიან წარმატებულია


