ანაკლიაში ენმ-ის შეხვედრის ინციდენტს პარტიის ლიდერები ეხმაურებიან

წუხელ ანაკლიაში ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოხმაურებები არ წყდება. მომხდარს გამოეხმაურა ინციდენტის გმირი მაია კალანდია, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარეა და ლევან ხაბეიშვილის დაცვის წევრებმა შემთხვევის ადგილს გაარიდეს.
ფაქტის ამსახველი კადრების POSTV-მ გადაიღო.
„ზუგდიდს არასოდეს უჭამია სირცხვილი!
როგორც თივაში ვერ დამალავთ ცეცხლს, ზუგდიდში ვერ დამალავთ სიმართლეს!
მტერს და ღალატს მორალური უპირატესობით ამარცხებ!
ვერც გადამალული მიკროფონი და არც ფორს-მაჟორში შეცვლილი პროგრამა გიშველით. არ დაგსვამთ ქართული საზოგადოება იმ სკამებზე, რაც არ გერგებათ!
ბრძოლას იგებენ თავგანწირულები და არა კონფორმისტები!” – წერს კალანდია. შეგახსენებთ, რომ მაია კალანდია, ლევან ხაბეიშვილის ფრთას ღიად უპირისპირდება. ის ნიკა მელიას მხარდამჭერია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისის გადაწყვეტილებით მაია კალანდიას თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება შემოდგომაზე იგეგმება.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე კი ფეისბუქში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ თავზე დაბალი ინტელექტის მანიშნებელია :დ ხშირად ფსიქოზისაც.” – წერს ანა წითლიძე.
მსგავსი სიახლეები

ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის სახელით გაკეთებულ განცხადებას პარტიის ადგილობრივი ლიდერები არ დასწრებიან

გია ხარჩილავა, ზუგდიდში ენმ-ის ყოფილ წევრებზე: ზიანი იმ პარტიას, რომლის ხმებითაც საკრებულოში განთავსდნენ მაღალ პოსტებზე და პარაზიტირება პარტიის ხმებზე


