რა ქონება უყიდა გოროზიამ წითლიძეს – რუსკა მჭედლიძე, სოციალურ ქსელში ანა წითლიძეს უპირისპირდება

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი რუსკა მჭედლიძე, სოციალურ ქსელში ანა წითლიძეს უპირისპირდება და ამბობს, რომ ფრიდონ ინჯიას პარტნიორმა ზაზა გოროზიამ წითლიძეს სახლი ისანში უყიდა.
„თქვენი აზრით, რა დამსახურებისთვის აჩუქა შიდაპარტიული არჩევნების დროს ინჯიას პარტნიორმა ზაზა გოროზიამ ანა წითლიძეს სახლი ისანში? დეკლარაციაში არ აქვს ასახული რითი განსხვავდებიან ქოცებისგან ?“ – წერს რუსკა მჭედლიძე. შეგახსენებთ რომ გუშინ ნიკა მელიამ ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიასთან გარიგებაში ამხილა.




