ენერგო-პრო ჯორჯია აღდგენით სამუშაოებზე ინტენსიურად მუშაობს

ენერგო-პრო ჯორჯია აღდგენით სამუშაოებზე ინტენსიურად მუშაობს, კომპანია განცხადებას ავრცელებს რასაც უცვლელად გთავაზობთ:
„სამეგრელოში სტიქიის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სოფლების დიდ ნაწილს ელექტროენერგია უკვე მიეწოდა. რეგიონის რაიონულ ცენტრებს და ქალაქებს დენი ისედაც უწყვეტად მიეწოდებოდა. ენერგო-პრო ჯორჯია, რეგიონის იმ სოფლებში, სადაც ელექტროენერგია ამ დრომდე შეზღუდვით მიეწოდებათ, კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.



