„კონკურენცია კარგია, თაღლითობა არა“ – Twitter-ი Meta-ს სარჩელით ემუქრება

კომპანია Meta-ს მიერ ახალი სოციალური ქსელი Threads-ის გაშვების შემდეგ, Twitter-ი Meta-ს სარჩელით ემუქრება. ინფოფრმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
Twitter-ის ადვოკატმა Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაადანაშაულა კომპანია სავაჭრო საიდუმლოების მოპარვაში Twitter-ის ყოფილი თანამშრომლების სამსახურში აყვანის გზით.
კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ Meta ჩართული იყო „Twitter-ის სავაჭრო საიდუმლოებებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სისტემატურ, მიზანმიმართულ და უკანონო მითვისებაში“.
წერილზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა: „კონკურენცია კარგია, თაღლითობა არა“.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ Meta-მ დაიქირავა Twitter-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც „სწესების დარღვევით შეინარჩუნეს Twitter-ის დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობები“ და რომ Meta-მ „განზრახ“ ჩართო ეს თანამშრომლები Threads-ის შემუშავებაში.




