ტელეკომპანია „იმედის“ სახელით სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციები ვრცელდება

ტელეკომპანია „იმედის“ სახელით სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციები ვრცელდება. ყალბი ინფორმაციები ეხება პატრიარქსა და საქართველოს ეკლესიას.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ბოლო 3 დღეა „იმედის“ Facebook-გვერდზე ახალი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
ჩვენი „ფეისბუკგვერდის“ აღდგენამდე ახალ ამბებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ „იმედის“ ვებ-გვერდებზე – „იმედი.ჯი”, „იმედინიუს.ჯი“ და „იმედის“ იუთუბ არხზე.


