stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიკულტურარეგიონი

ანაკლიაში წელსაც საზეიმოდ გაიხსნა ახალგაზრდული ბანაკი

05.07.2023 / 5 ივლისი 2023
ანაკლიაში წელსაც საზეიმოდ გაიხსნა ახალგაზრდული ბანაკი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ეგიდით ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც წელს 2400 ახალგაზრდას 10 ნაკადად მიიღებს.

ანაკლიის ბანაკი ლიდერებისა და მონაწილეების მიერ დადგმული ორიგინალური ფლეშმობით გაიხსნა. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი; სალოტბარო სკოლების მოსწავლეებმა შეასრულეს „მრავალჟამიერი“; საღამოს ბოლოს გაიმართა ჯგუფის „რეზო და ბავშვების“ კონცერტი.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, სახელმწიფოს რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის ერთი ნაკადი 14-18 წლის 240 მონაწილეს აერთიანებს, რომლებიც პარტნიორ უწყებებსა და სახელმწიფოს რწმუნებულებთან თანამშრომლობით შეირჩევიან. მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, იძულებით გადაადგილებული ოჯახების წევრ, ობოლ ან/და ისეთ ახალგაზრდებს, რომელთაც სახელმწიფო მზრუნველობს. გარდა ამისა, სახელმწიფოს რწმუნებულების მიერ მათთვის გათვალისწინებული რაოდენობის 14-იდან 18 წლამდე ასაკის მონაწილეთა შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონულ ბალანსს (მონაწილეები უნდა შეირჩნენ მუნიციპალიტეტის ყველა რაიონიდან), ეთნიკურ უმცირესობებს, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ასევე – მონაწილეთა მოტივაციას და მათ, ვისაც არ აქვთ ბანაკში ყოფნის გამოცდილება.

საბანაკე პროგრამა შვიდდღიანია. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, რომლებიც ჩატარდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით. ბანაკში მყოფი ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ ინტერაქციულ-საგანმანათლებლო და მოწვეულ სტუმრებთან არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრებში, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში, სპორტულ ოლიმპიადასა და სხვადასხვა ტურნირში.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისთვის ბანაკების მართვა სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს.

ინფორმაციისთვის: მიმდინარე წლის ივნისში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კახეთში, ახაშენში, კვლავ გაიხსნა გურჯაანის ბანაკი, რომელმაც წელსაც უკრაინიდან, ამჯერად ქალაქ ლვივიდან ჩამოსულ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოზარდებს უმასპინძლა.

2022 წელს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკი, ევროპული სკოლის იყალთოს საზაფხულო ბანაკი და ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა.

News image 1
News image 2
News image 3
წინა პოსტი

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება

შემდეგი პოსტი

შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი აშენდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

პანდემიის შემდეგ, ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

პანდემიის შემდეგ, ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

ანაკლიაში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

ანაკლიაში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა