7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. სააკაშვილი ითხოვს საჯაროდ დებატებს და ბოდიშს ხელისუფლებისგან.
მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მიმართა ოპოზიციას და აღნიშნა, რომ ახლა გაერთიანების დროა. მან ასევე აღნიშნა, რომ სურს მიეცეს პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობის საშუალება.
სააკაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკისაც მიმართა და თქვა, რომ ის არის ამაყი უკრაინელი.
საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს, სადაც მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო. სხდომაზე ჩართვისას მან სიტყვა უკრაინულ ენაზე დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
მსგავსი სიახლეები

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

“ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია…მე და ლიზამ დიდი ხნის წინ დავუკავშირეთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრება” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი


