პრემეირი: ერთ-ერთი საინტერესო და უნიკალურ კურორტს მივიღებთ ლებარდეში [VIDEO]
![პრემეირი: ერთ-ერთი საინტერესო და უნიკალურ კურორტს მივიღებთ ლებარდეში [VIDEO]](https://api.stv.ge/uploads/2023/06/ლებარდე-960x521.png)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში გამოსვლის დროს მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ ლებარდეს რეაბილიტაციის საკითხს შეეხო.
„გარდა მსხვილი საკურორტო ზონებისა, ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრომ დაამუშავა პოტენციური კურორტები, რომლის აღდგენაც შესაძლებელია სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამონაწილეობით. ლებარდე არის ერთ-ერთი მათგანი. ლებარდის კონცეფციაზე მიმდინარეობს ახლა მუშაობა. როგორც კი გამოიკვეთება ინტერესი და ინვესტორები, რამდენიმე წინადადება შემოვიდა, ჩვენ ჩვენი მხრიდან ავიღებთ ვალდებულებას ეს იქნება გზის გაყვანა, თუ სხვა ინფრასტრუქტურის განხორციელება: წყალი, დენი და ა.შ. ასე, რომ მე ვფიქრობ ერთ-ერთი საინტერესო და უნიკალურ კურორტს მივიღებთ ლებარდეში. ასზე მეტი კურორტი გვაქვს დამუშავებული და ძალიან მალე გვინდა, რომ პრეზენტაცია ჩავატაროთ,“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
ლებარდე ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტია ეგრისის ქედზე. გამოირჩევა სხვადასხვა დასახელების მინერალური და მჟავე წყლებით. მდიდარია სამკურნალო გამაჯანსაღებელი, მინერალური წყლებით.
VIDEO: https://www.facebook.com/stvsamegrelo/videos/161631793587696
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში კორონავირუსი ერთ-ერთი კერძო კლინიკის ექიმს და “პროკრედიტ ბანკის” ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა

ფოთის მერი: „ქალაქის იერსახის მოწესრიგება და გალამაზება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ზრუნვას აქტიურად ვაგრძელებთ“


