3 ივლისს ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება

3 ივლისს, ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გრანდიოზული ღონისძიებებით გაიხსნება. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის:
15:00 საათი – ველომარათონი; ველორბოლა სტარტს აიღებს ანაკლიიდან (აფხაზეთის ქუჩა), ხოლო დასრულდება განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში (მეგობრობის ხეივნის მიმდებარე ტერიტორია);
15:00 საათიდან – კვების ზონა იფუნქციონირებს;
15:00 სთ-დან 17:00-მდე სპორტული (ჭადრაკი, ნარდი, კალათბურთი) და სამაგიდო თამაშები;
16:30 საათი – ჩოგბურთის ტურნირის ფინალი (დაჯილდოება);
17:30 საათი – ფეხბურთის ტურნირის ფინალი (დაჯილდოება);
16:00 საათიდან – გასტრონომიის საგამოფენო სივრცე;
11:00 – 18:00 – მდე აკვაპარკში შესვლა მოქალაქეებისთვის უფასო იქნება;
20:00 სთ – ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება „TAMADA“-ს მონაწილეობით. ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება.რაც შეეხება ტრანსპორტირებას, გამოიყოფა დამატებითი რეისები 22:00 სთ-მდე;




