ზუგდიდის მერი „არტ კოლხის“ დელეგაციის წევრებს შეხვდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ფესტივალ „არტ კოლხის“ დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ზუგდიდის მერმა, ფესტივალის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის უმნიშვნელოვანესია.ფესტივალში მონაწილეობას როგორც საქართველოს, ასევე, ლიეტუას, პოლონეთის, ფინეთის, ყაზახეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, სომხეთის, ირანის წარმომადგენლები იღებენ.
ცნობისთვის, ფესტივალი 2015 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია კულტურისა და ხელოვნების გზით ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება. ფესტივალი 29 ივნისს, ანაკლიაში გალა კონცერტით დასრულდება.




