ფოთმა, საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა

ფოთმა, საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო საქართველოს და მეზობელი ქვეყნების 20 -ზე მეტმა პროფესიონალმა მრბოლელმა.
„ზაფხულის ცხელ დღეებში, ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებისთვის გასართობი აქტივობების დაგეგმვას. ორი დღის განმავლობაში ქვეყნის საუკეთესო დრიფტერებმა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, დაუვიწყარი სანახაობა მოუწყვეს მაყურებლებს. მნიშვნელოვანია, რომ სპორტულ სანახაობაზე დასასწრებად ქალაქს ბევრი ავტოსპორტის მოყვარული სტუმრობდა, რაც ადგილობრივ ეკონომიკაზე კარგ გავლენას ახდენს. წინ ბევრი სიახლე გველოდება“-განაცხადა ქალაქის მერმა.
შეჯიბრში პირველი ადგილი ნოდო კოდუამ მოიპოვა , რომელიც ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.




