მარიკა თოდუა „სამზარეულოს ომებზე“: მონტაჟებში უნიჭირესები არიან და ნახეთ ის, რაც მათ აწყობდათ

„სამზარეულოს ომების“ ფინალში სამეგრელოს გუნდის ლიკა როგავას და მარიკა თოდუას დამარცხებამ უარყოფითი კომენტარები მოყვა. ლიკას და მარიკას წაგებას მოქალაქეთა ნაწილი ჟიურის მიკერძოებულობით ხსნის და ამბობს, რომ რეალურად გამარჯვება ამ გუნდს უნდა მოეპოვებინა, რადგან პროექტის განმავლობაში ისინი ყველასგან გამორჩეულები იყვნენ.
ფინალურ გადაცემას თავად პროექტის მონაწილე მარიკა თოდუა სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„დასრულდა სამზარეულოს ომები, ემოციებით, ნერვიულობით, დიდი სიყვარულით სავსე დღეები. ყოველ წამს ვგრძნობდით ჩვენი გულშემატკივრების გვერდში დგომას და სიყვარულს. არ იყო მარტივი გზა, მაგრამ ეს გზა თქვენთან ერთად ღირსეულად გავიარეთ.
ადამიანი ადამიანისთვის არის მზე. ჩვენ კი დიდი უპირატესობით გავხდით ხალხის რჩეულები. ამაზე დიდი ბედნიერება და დაფასება კი მართლა არაფერია. მადლობა თქვენ ამ დიდი სიყვარულისთვის.
მიხარია, რომ გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, მადლობა კარგი და ცუდი გამოცდილებებისთვის.
მადლობა ირაკლი ასათიანს ![]()
გამარჯვებულებს ვულოცავ ![]()
პ.ს. ბევრ რამეზე კომენტარის გაკეთებას დღეს არ ვაპირებ, უბრალოდ, დღევანდელ ერთ ეპიზოდზე მინდა იცოდეთ, ფინალში მთავარი კერძის მომზადებისას, ღუმელი იყო ტექნიკურად გაუმართავი და მთელი რიგი პრობლემებისა ამან განაპირობა. დიახ, ის ყბადაღებული სალსა იმიტომ ვერ დავასრულეთ , რადგან ხორცი ტექნიკური გაუმართაობის გამო ღუმელში ვერ გამოცხვა და დამატებითი დრო მოითხოვა ქურაზე მუშაობამ. რა თქმა უნდა მონტაჟებში უნიჭირესები არიან და თქვენ ნახეთ ის, რაც მათ აწყობდათ.
ვა უჩათ გური, შოუა, უბრალოდ შოუ ![]()
სამარგალო გვალო შხვა რე
“ – წერს მარიკა თოდუა.
შეგახსენებთ, რომ „სამზარეულოს ომები“ ტელეკომპანია ფორმულაზე ბოლო ათი კვირაა გადის, ამ ხნის განმავლობაში ეთერში 10 გადაცემა გავიდა სადაც უპირატესობით სამეგრელოს გუნდი გამოირჩეოდა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება ყველაფერს, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ევროპული ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები, თუ ისინი არ არიან მათ სამსახურში და არ ემსახურებიან მათ ინტერესებს

პრემიერი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე: საქართველო, როგორც ამაყი და თავისუფლების მოყვარული ერი, იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იგივე ღირებულებებსა, რაც ჩვენს მტკიცე მეგობრობას განაპირობებს


