წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე კოლეჯ „ლაკადაში“ არსებულ ვითარებას გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია ქალაქ ჯვარში სსიპ კოლეჯ „ლაკადა-ში“ იმყოფებოდნენ და იქ არსებულ ინფრასტრუქტურასა და პრობლემურ საკითხებს გაეცნენ. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„კოლეჯის ხელმძღვანელობისგან მოისმინეს მნიშვნელოვანი სხვადასხვა სასწავლო პროექტების მიმდინარეობა და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
ხელმძღვანელმა პირებმა დათვალიერეს კოლეჯის სტუდენტების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები,გაეცნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას. შეხვედრაზე ასევე დათვალიერდა ტერიტორია,სადაც კოლეჯი ლაკადას ბაზაზე სასწავლო-შემდუღებელი საამქრო გაიხსნება, მიმდებარე ტერიტორია კი საჭიროებს მოწესრიგებას, მათ შორის სანიაღვრე არხების მოწყობას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა კოლეჯი „ლაკადა-ს“ ხელმძღვანელობას, პრობლემური საკითხების მოგვარების საქმეში.
ასევე ისიც აღინიშნა,რომ მუნიციპალიტეტი იზრუნებს მოხდეს მეტი ჩართულობა, ხელი შეუწყონ პროფესიული სწავლების პოპულარიზაციას, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ ტექნიკური განათლება და დასაქმდნენ სხვადასხვა სექტორში.
კოლეჯი „ლაკადა-ს“ საგანმანათლებლო პროგრამაში შედის – ხის დამუშავება, კულინარიის ხელოვნება, კედლის ფილებით მოპირკეთება, ელექტროგაყვანილობის მონტაჟი, სამკერვალო წარმოება, შედუღება, ინფორმაციის ტექნოლოგია, კედლის დაფავის სამუშაოები, ხის მხატვრული დამუშავება ასევე საგანმანათლებლო პროგრამა მეხილეობაში“ – ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




