წალენჯიხის პოლიციის უფროსი სამინისტროს მედალიონით დაჯილდოვდა

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დაჯილდოვდა – სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი – ლევან კვირკვაია.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სამინისტროს I და II ხარისხის მედლებით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, სამინისტროს მედლით – ,,მამაცობისათვის“, სამინისტროს მედალიონით – ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „დამსახურებული პოლიციელი“ და სამინისტროს მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
ჯილდოები თანამშრომლებმა გადარჩენილი სიცოცხლისთვის, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის და სამინისტროს საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მიიღეს.




