პრემიერი: საქართველო თუ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოსთვის, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა იყო დაუსაბუთებელი, არამიზანშეწონილი ნაბიჯი. რა გზავნილია რუსეთისთვის ეს? ევროპა ტოვებს საქართველოს, რომელიც მოლდოვასა და უკრაინას 2-3-ჯერ სჯობს. თუ დამსახურებაზეა საუბარი საქართველოსთვის, მუშაობის საფუძველზე, უნდა მიენიჭებინათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველო იყო და კვლავ არის 2-3-ჯერ წინ, ვიდრე ის ორი ქვეყანა. ეს შეკითხვა, რატომ არ მისცეს სტატუსი საქართველოს, სჯობს დაუსვათ ევროპელ კოლეგებს. არც არგუმენტები, არც განმარტებაგაგვაჩნია. მოლდოვასა და უკრაინასაც მისცეს 12 რეკომენდაცია, მაგრამ სტატუსი წინასწარ მიანიჭეს. ეს არის განსხვავება. ამიტომ არ გვესმის, რატომ?! ჩვენ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ უკრაინა ომშიაო. ჩვენც ვიყავით ომში 2008 წელს. 20% კვლავ არის ოკუპირებული. ამიტომ სად არის განსხვავება? მოლდოვა ცუდ სიტუაციაში არისო. რაციონალური ნიშანი აქ არ არის. საქართველო თუ ვერ მიიღებს ამ სტატუსს წლის ბოლომდე, ეს იქნება უდიდესი შეცდომა. თუ ასე მოხდება, საქართველო გააგრძელებს წინსვლას ყველა რეფორმით, განვითარებითა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გეოპოლიტიკურად რთულ გარემოში კანდიდატის სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის, რომელიც არის ამ ასოცირების ტრიოში ნომერი პირველი, იქნება უდიდესი შეცდომა “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება ყველაფერს, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ევროპული ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები, თუ ისინი არ არიან მათ სამსახურში და არ ემსახურებიან მათ ინტერესებს


