სენაკის მერი სტიქიის ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია.
ქალაქად და სოფლად, დარჩენილი ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან ერთად, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სტიქიის შემდეგ ობიექტებზე გაეცნო:
მშვიდობის ქუჩაზე (ნატოჩაოს უბანი) – კიუვეტის და ღელეზე ჯებირების რეაბილიტაცია – ღირებულებით, 88 288 ლარი;
მშვიდობის ქუჩის N56 და N58 საცხოვრებელ სახლებს შორის არსებულ ღელეზე ჯებირების რეაბილიტაცია – ღირებულებით, 450 945 ლარი.





