ანა წითლიძე: იმედი მაქვს ჩემი პარტია ოდესმე საპარლამენტო სიის წერას ისწავლის

„იმედი მაქვს ჩემი პარტია ოდესმე საპარლამენტო სიის წერას ისწავლის“ – ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ანა წითლიძე ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
„ვინც ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკვე აღარ წარმოადგენენ ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ფრაქცია ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთიანი, წარმოუდგენელი იყო თანამშრომლობის გაგრძელება. ოთხი საათი მძიმე საუბარი გვქონდა მათთან. ორი ვარიანტი იყო: ან თვითონ დაეტოვებინათ ფრაქცია, ან ჩვენ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება გარიცხვაზე.
პარტიის წევრები არც არასოდეს ყოფილან ეს ადამიანები. იმედი მაქვს ჩემი პარტია ოდესმე საპარლამენტო სიის წერას ისწავლის უკვე არაერთ მწარე გამოცდილებაზე, აწი მაინც. მე ბოდიში სიმართლისთვის.“ წერა წითლიძე.




