ზუგდიდში კლინიკა გულიდან ცენტრალურ მოედნამდე მოძრაობა ორმხრივი გახდა

დღეიდან ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩის შესასვლელში ორმხრივი მოძრაობა აღდგა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავცრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორმხრივი მოძრაობა თაბუკაშვილის და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთიდან თაბუკაშვილის ქუჩის და ზვიად გამსახურდიას გამზირის კვეთამდე იქნება შესაძლებელი. მეტი სიმარტივისთვის, ზუგდიდის მთავარი, თავისუგლების მოედნიდან კლინიკა გულის მიმართულებით და პირიქით, ორმხრივი მოძრაობაა შესაძლებელი.
მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადატვირთულ მოძრაობას განმუხტავს.
მანამდე ასევე ორმხრივად გაიხსნა მეონარგიას ქუჩიდან კედიას ქუჩის შესასვლელი ნაწილი (სანის ბინებიდან მაგთიკომის ოფისის მიმართულება და პირიქით).



