მამა რომელიც სამეგრელოში შვილის გაუპატირებაშია ბრალდებული ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა

შემზარავი ფაქტი მოხდა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, სადაც მამა 5 წლის განმავლობაში შვილს აუპატიურებდა. ადგილობრივების ინფორმაციით მამამ პირველად ქალიშვილთან სექსუალური კავშირი მაშინ დაამყარა, როცა ბავშვი 8 წლის იყო. მამა ქალიშვილს აშინებდა და ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში მკვლელობით ემუქრებოდა.
მომხდარის შესახებ ბავშვის დედამ რამდენიმე დღის წინ მაშინ გაიგო, როდესაც ბავშვის წიგნში თვითმკვლელობის შესახებ წერილი იპოვა.
მეზობლების ინფორმაციით ეჭვმიტანილს ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, ბავშვთან სოც მუშაკები მუშაობენ.




