მარტვილში სკოლის ავტობუსების მძღოლებს ხელფასს კონტრაქტორი მიმდინარე კვირას ჩაუტიცხავს

მარტვილის მუნიციპალიტეტში დღეს სკოლის მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. მათი თქმით, ხელფასი არ აუღიათ. მიკროავტობუსის მძღოლებს სოფლებიდან მოსწავლეები სკოლამდე გადაჰყავთ.
გაფიცულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მარტვილის მერიაში კი STV.GE-ს განუცხადეს, რომ მერიას ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის თანხა გადარიცხული აქვს და კონტრაქტორი არაკეათილსინდისიერად იქცევა. მათივე ცნობით ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან მიიღეს პირობა, რომ უახლოეს დღეებში დავალიანება მძღოლებს ჩაერიცხებათ.




