ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის გოგონათა ვოკალურმა ანსამბლმა საგუნდო კოლექტივების კონკურსში მიიღო მონაწილეობა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გოგონათა ვოკალური ანსამბლი ქეთევან კილასონიას ხელმძღვანელობით, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VI ეროვნული კონკურსის I ტურში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ავრცელებს.
„კონკურსს თბილისიდან მოწვეული კომპეტენტური ჟიური აფასებდა: ა(ა)იპ საქართველოს საგუნდო საზოგადოების დამფუძნებელი, საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ევ. მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდის პედაგოგი მიხეილ ედიშერაშვილი და თბილისის ახალგაზრდული კაპელას მთავარი დირიჟორი, მიხეილ ჯავახიშვილის თბილისის ახალგაზრდული კაპელას ხელმძღვანელი, საგუნდო საზოგადოების წარმომადგენელი შიო აბრახამია – ნატქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




