ფოთის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ახალი ავტომობილებით აღიჭურვა

ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ახალი ავტომობილებით გააგრძელებს საქმიანობას.
ფოთის მუნიციპალური ინსპექცია 2022 წელს ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა.
სამსახური, ქალაქის იერსახის, გარე-რეკლამის, გარე ვაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, ფოთის ტერიტორიაზე მშენებლობის, კომპეტენციის ფარგლებში სანიტარული კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს .
ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი გააგრძელებს აქტიურ ზრუნვას ქალაქში იერსახის, წესრიგისა და სისუფთავის დასაცავად.




