მარტვილის მერიამ ძაღლის მიერ დაკბენილი მოქალაქეებისთვის საავადმყოფოს მედიკამენტები გადასცა

მარტვილის მუნიციპალიტეტში მიუსაფარმა ძაღლმა მოქალაქეები დაკბინა. ყველა დაზარალებული ევექსის კლინიკაში იქნა გადაყვანილი, რომელთაც ცოფის საწინაღმდეგო შრატი გაუკეთდათ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ დაზარალებულებისთვის დამატებით მედიკამენტი ტეტაგამა შეიძინა. შეძენილი მედიკამენტები ევექსის კლინიკას მერის მოადგილემ გივი ელიავამ და ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა როზა ჯანაშიამ გადასცეს.




