ზუგდიდში N1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე არსებული N1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. საბავშვო ბაღის გახსნას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საბავშო ბაღის რეაბილიტაცია, გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, მუნიციპალიტეტში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის და აღნიშნა, რომ დღეიდან აღსაზრდელებს ექნებათ შესაძლობა განახლებული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ სააღმზრდელო პროცესი.
საბაშვო ბაღი 200 ბავშვზეა გათვლილი. ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთი საბავშვო ბაღი აშენდა და ერთი ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომლის ღირებულება 260 ათას ევროს შეადგენს.




