მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ ახალი პიესა დადგა

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩმა მეზღაპრეებმა, ინეზა ბაძაღუას ხელმძღვანელობით დღეს, ალეკო გეგია პიესის მიხედვით „გუდით მოტანილი ამბავი“ სცენაზე გააცოცხლეს და პატარებს თოჯინების მოქმედებებით საინტერესო ისტორიები უამბეს.
ცნობისთვის, 21 მარტს თოჯინების თეატრის ან მეთოჯინეების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც 2003 წლიდან ჩაეყარა საფუძველი.





