ირაკლი კობახიძე: შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ ბევრი გაუგებარი განცხადება მოისმინა, რომელიც რადიკალური რიტორიკის გაგრძელებაა, რაც შემაშფოთებელია.
„დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო. სხვა მოლოდინი არც გვქონდა, ვერ გვექნებოდა. ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე. ერთი მხრივ საუბრობ შენ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და რადიკალური რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ არის შემაშფოთებელი. ჩვენ მრავლად მოვისმინეთ გაუგებარი განცხადებები. ეს არის მოკლე კომენტარი, რომლითაც შემიძლია შემოვიფარგლო, ამის იქით ალბათ არც არის საჭირო“, – აცხადებს კობახიძე.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს: ევროპამ თავად აღიარა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და თქვენ ამბობთ, რომ არ იმსახურებდა – რატომ ემთხვევა ასე თქვენი პოზიციები რადიკალური ოპოზიციის მიზნებს?!


