სენაკის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ფართომასშტაბიან ინიციატივას შეუერთდა

სენაკის მუნიციპალიტეტი შეუერთდა #მერებისშეთანხმების (#CoMEast) იმ ათასობით ადგილობრივი თვითმართველობების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის მიზანია ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების განხორციელება.
პროექტი ხორციელდება მთის რეგიონების მდგრადი განვითარების კავკასიის ქსელის, ენერგოეფექტურობის ცენტრ „საქართველოს” და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით.
„მერთა შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე” მიზნად ისახავს ეკოლოგიურად, სოციალურად და ეკონომიურად მდგრადი გარემოს დამკვიდრებას.
აღნიშნულ პროექტს სენაკის მუნიციპალიტეტთან ერთად, დმანისის და ცაგერის მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდისა და ფოთის შემდეგ, სენაკი, სამეგრელოდან, მესამე მუნიციპალიტეტია,
რომელიც ევროკავშირის ფართომასშტაბიან ინიციატივას შეუერთდა.




