კახა კალაძე: უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას. კახა კალაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.
„უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი დატოვონ პარტია „ქართული ოცნება“, ეს მათი უფლებაა. არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ ყოფილა და არც ამჯერად იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე: მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები. სტიქიამდე დატოვეს სასტუმრო, მაგრამ იქ რომ ყოფილიყვნენ, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს, არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ გადმოეყვანათ?

მდინარე მაგანას ხეობაში საფრთხე არ არსებობს


