stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით ვართ პირველ ადგილზე მთელს მსოფლიოში, ყველა რეზოლუციას შევუერთდით, უკრაინელებს გავუხსენით უკრაინულ ენაზე სკოლები, თუ რამე შეგვიძლია ჩვენ, პატარა ქვეყანას, მთელი გული ვაჩვენეთ

12.03.2023 / 12 მარტი 2023
ირაკლი ღარიბაშვილი: ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით ვართ პირველ ადგილზე მთელს მსოფლიოში, ყველა რეზოლუციას შევუერთდით, უკრაინელებს გავუხსენით უკრაინულ ენაზე სკოლები, თუ რამე შეგვიძლია ჩვენ, პატარა ქვეყანას, მთელი გული ვაჩვენეთ

ერთადერთი, რის გამოც არიან უკმაყოფილონი, არის ის, რომ ომში არ ჩავერთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რით ვერ დაანახა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლებას ის სოლიდარობა და გვერდით დგომა, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან ქვეყანამ გამოიჩინა.

„ომში არ ჩავერთეთ. ომში რომ არ ჩავერთეთ, ეს არის მთავარი მიზეზი. მათი მოლოდინი რა იყო, მე შეგახსენებთ, რამდენიმე წუთით მინდა მომცეთ საშუალება, რომ კიდევ ერთხელ ავუხსნა საზოგადოებას. უკრაინაში ომის დაწყება მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ ნოემბერში, ან დეკემბერში მაქსიმუმ. ამის თაობაზე ინფორმაციები ჩვენ გვქონდა, მათ შორის, მეც ვიცოდი ჩვენი კოლეგებისგან, პარტნიორებისგან. სააკაშვილი როდის შემოვიდა საქართველოში – პირველ ოქტომბერს. სააკაშვილი შემოაგზავნეს ორგანიზებულად. მთავარი მიზანი იყო აქ გადატრიალების მოწყობა და საჭირო დროს ქვეყნის ჩართვა ომში. ამაში ჩვენ დღეს ეჭვი აღარ გვეპარება. ვაკვირდებით რა იმ ფაქტებს და ვაანალიზებთ, რომელიც უკვე შემდეგ განვითარდა. თქვენს კითხვაზე ჩემი პასუხი მარტივია, რით ვერ დავანახეთ ჩვენი, მაგალითად ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მთელს მსოფლიოში, ყველა რეზოლუციას შევუერთდით, ყველგან მხარი დავუჭირეთ, ყველგან ბოლომდე გადავყევით. აქ უკრაინელებს გავუხსენით უკრაინულ ენაზე სკოლები, თუ რამე შეგვიძლია ჩვენ, პატარა ქვეყანას, მთელი გული ვაჩვენეთ. ერთადერთი, რის გამოც არიან უკმაყოფილონი, არის ის, რომ ომში არ ჩავერთეთ. თქვეს კიდევაც პირდაპირ, რომ ეს არ არის ომის ხელისუფლება და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ეს არის არესტოვიჩის გამონათქვამები, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომშიო. ეს არის, მხოლოდ ეს ახსნა აქვს მათ გაღიზიანებას, მათ უკმაყოფილებას, სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ აქვე, მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მე მესმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, უკრაინისთვის შეიძლება შვება ყოფილიყო ერთგვარი, თუ რუსეთი გარკვეულწილად გადაიტანდა ყურადღებას ჩვენი მიმართულებით, აქ რომ ყოფილიყო ეს ფაშისტური ორგანიზაცია ხელისუფლებაში, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ან სხვები, ანარქისტების სახით, რა თქმა უნდა, მათთვის ინტერესი იქნებოდა, საინტერესო იქნებოდა, რუსეთის ინტერესი, ყურადღება გადავიდოდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეოდა პოლიგონად, მეორე მარიუპოლს მივიღებდით, მეორე პოლიგონს მივიღებდით აქ. ეს არის რეალობა და რა თქმა უნდა, მეტი საშუალება ექნებოდა უკრაინას, რომ უკეთ მომზადებულიყო, დროს მოიგებდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა განადგურდებოდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ხდება დღეს მსოფლიოში. ამიტომ, მშვიდად ვიყოთ და არავის ავყვეთ, ამ ემოციებით მართვა ჩვენ არ გვინდა. ემოციები კარგია, ვაჩვენოთ, მაგრამ მმართველმა ძალამ და პარლამენტმა მკაფიოდ განმარტა, ეს კანონპროექტი მივიღეთ, მაგრამ ვაგზავნით ვენეციის კომისიაში, ანუ სად, ევროპაში, ველოდებით მათ პასუხს, ამის მიუხედავად, მათ გამოიჩინეს სულსწრაფობა და ძალიან კარგია, რომ გამოიჩინეს სულსწრაფობა, იმიტომ, რომ ისე არ განვითარდებოდა, როგორც განვითარდა. მათ ეგონათ, რომ აქ რაღაც მოხდებოდა, არაფერი მოხდებოდა და არც მოხდება, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ და იმაზე მეტად გადაზღვეულია, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

წინა პოსტი

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს არ უნდა დღეს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. სტატუსის მიღების შემდეგ ვეღარაფერს დაგვწამებენ

შემდეგი პოსტი

პრემიერი: გამოწვევების მიუხედავად ვახერხებთ, რომ ლარი არის სტაბილური, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, 220 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო ორ წელიწადში

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ინტერესები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ინტერესები

ირაკლი ღარიბაშვილი: სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჯერ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ღარიბაშვილი: სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჯერ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს: ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და ქვეყანას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს: ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და ქვეყანას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას