პრემიერი: ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი, ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ ასეთი ადამიანების ქმედებები პასუხგაუცემელი არ დარჩეს

ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი, ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არცერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ კვირის ეთერში განაცხადა.
„შეხედეთ უკრაინაში რა ხდება, უკვე 20% არის ოკუპირებული, ამბობენ რომ 800 მილიარდიდან 1 ტრილიონ დოლარამდე უკრაინას მიყენებული აქვს ზარალი, უკრაინის მშპ რამდენია – 200 მილიარდი იყო, მინიმუმ 800 მილიარდი უკვე ზარალია. ამ ქვეყანას რა დააყენებს ფეხზე? უკრაინის 20 მილიონი მოქალაქე არის მიგრაციაში. ტრაგედია, საშინელება ხდება უკრაინაში. ეს ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი იცის, ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ დალაგებულ დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი, ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არცერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ნუ გახდებით მანიპულირების ობიექტი და პოლიტიკური პარტიების ხელში ბრძოლის ინსტრუმენტი“, – აღნიშნა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ყველა დღეს, სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გაერთიანდება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა


