მაგისტრალურ გაზსადენზე გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები დაასრულა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
„შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 90,0-ე კმ-ზე, გაჟონვის სალიკვიდაციო გადაუდებელი სამუშაოები დაასრულა.
გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში, აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილის 9 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდა ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებს. კომპანიამ ამის შესახებ აბონენტები წინა დღეს გააფრთხილა.




