ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების კრებები გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა. სოფლებში რეგისტრირებულმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი.
საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოუყო.
მოქალაქეთა მიერ ხმათა უმრავლესობით შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება




