ლიზა იასკო საქართველოს დროშაზე: მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი, სისხლით გაჟღენთილი

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი ლიზა იასკო სოციალურ ქსელში წერს: „ამ დროშის გვერდით ამდენი ხანი ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი, სისხლით გაჟღენთილი. ეს აქამდე არ დამინახავს.
საქართველო, შენ წამართვი ჩემთან ახლოს მყოფი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. შენ ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო.
მას უკვე სხვა რეალობა აქვს, სუსტადაა, ეს არ არის შენთვის საკმარისი?
დღეს ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი თქვა“, – წერს იასკო სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები

პაველ ჰერჩინსკი – იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება,მაგრამ ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე – ეს მოითხოვს, რომ 12 რეკომენდაციის განხორციელების მიზნით, ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან

გახარია – ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არ არის მხოლოდ მეგრელების, საქართველოს წარმატება, ეს არის აფხაზეთის წარმატება


