მთავრობა: წალენჯიხაში დიალიზის ცენტრი გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ აზარაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 2023 წელს დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდება წალენჯიხაში, ხულოსა და ყვარელში. 2022 წელს დიალიზის ცენტრები გაიხსნა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, თიანეთში და ყაზბეგში.
მანამდე რეგიონში დიალიზის ერთი ცენტრი მხოლოდ ზუგდიდში არსებობდა.




