ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული მინის მოაჯირების აღდგენა მიმდინარეობს

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე, დაზიანებული მინის მოაჯირების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზიანებული მინის მოაჯირების ახლით ჩანაცვლება დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში ვანდალიზმის ფაქტის შედეგად ხიდზე არსებული მინის 52 მოაჯირი დაზიანდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარიდან მალევე, 28 აგვისტოს 2 პირი დააკავა.




